ჩვენ შესახებ

Sastumro.ge — განთავსების ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთ სივრცეში

Sastumro.ge არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, აპარტამენტებს, ბინებს, კოტეჯებსა და კერძო სახლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავუმარტივოთ სასურველი განთავსების ობიექტის მოძიება, ხოლო ობიექტების მფლობელებს შევთავაზოთ ეფექტური სივრცე საკუთარი შეთავაზებების წარმოსაჩენად და ახალი სტუმრების მოსაზიდად.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პლატფორმას, ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ვცდილობთ, განთავსების მოძიებისა და დაჯავშნის პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი გავხადოთ.

ჩვენი მისიაა — დავაკავშიროთ სტუმარი მისთვის სასურველ ადგილთან.

ზარის მოთხოვნა

შეტყობინება